ბლოგი

2 მაისის ღონისძიება

ავტორი: იუჯი დენტი

2025-03-14

2 მაისს საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაცია GeoPerio-ს ორგანიზებით აღინიშნა ჯანმრთელი ღრძილის საერთაშორისო დღე, სადაც სხვა კლინიკებთან ერთად წარმოდგენილი იყო საქართველოს უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკა “იუჯი რეავიტა დენტი”. ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის სტომატოლოგიის დეპარტამენტის ექიმმა სტომატოლოგებმა, პროფესორებმა და საერთაშორისო სტუდენტებმა.

პირის ღრუს ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება განხორციელდა შემეცნებით-გასართობ ვითარებაში და ყველა სტუმარს გადაეცა თემატური სამახსოვრო საჩუქარი.

კლინიკა “იუჯი რეავიტა დენტი” გისურვებთ ჯანმრთელობასა და ლამაზ ღიმილს!

კომენტარები
დატოვე კომენტარი